პარლამენტის უკან არის ძალიან დიდი აქცია, გაბრძანდით უმრავლესობის წევრები და დაელაპარაკეთ - დეკანოიძე
"პარლამენტის უკან არის ძალიან დიდი აქცია და გაბრძანდით უმრავლესობის წევრები და დაელაპარაკეთ იმ ხალხს" - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
დეკანოიძემ რუსული კანონის განხილვის დროს "ოცნების" დეპუტატებს ურჩია, დაელაპარაკონ მოქალაქეებს, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ.
მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც აინტერესებს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრება, პარლამენტის უკან არის ძალიან დიდი აქცია და გაბრძანდით უმრავლესობის წევრები და დაელაპარაკეთ იმ ხალხს.
გაბრძანდით და დაელაპარაკეთ, დიდია თუ პატარა, რა მნიშვნელობა აქვს," - ამბობს ხატია დეკანოიძე.
დეკანოიძის ამ განცხადებას, "ოცნებაში" უარყოფითი რეპლიკები მოჰყვა. დეკანოიძის მსგავსად მოსახლეობასთან საუბრისკენ მმართველ პარტიას ანა ნაცვლიშვილმაც მოუწოდა.
ხელისუფლება ხარ და ყველას უნდა ელაპარაკებოდე, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
ხატია დეკანოიძის შეფასებით, "ოცნების" წევრები ასრულებენ იმ დავალებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს.
ვინმეს მართლა ჰგონია, რომ აქ კანონის განხილვის მთავარი საფუძველი ეს არის ბატონი მდინარაძე ივანიშვილის დავალებით, რას იტყვის და რას არა. ყველამ კარგად იცის, რომ არცერთი პოლიტიკური ლიდერი ქართულ ოცნებაში არ წამოადგენს პოლიტიკურ წონას, ივანიშვილი რასაც გეტყვით იმას გააკეთებთ ყველას. არცერთ ადამიანს პოლიტიკური წონა აქ არ გაქვთ და იცის ეს საქართველოს მოქალაქემ,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.
შეურაცხყოფაზე გადადიხართ,“ - მიმართა მდინარაძემ.