ლაშა დიაროვი - ჩვენ, ახალგაზრდები და ყველა თაობის ადამიანი ვინც აქ ვართ შეკრებილი ამას არ დავუშვებთ!

15.04.24 13:27
ლაშა დიაროვი - ჩვენ, ახალგაზრდები და ყველა თაობის ადამიანი ვინც აქ ვართ შეკრებილი ამას არ დავუშვებთ!

“ივანიშვილის პარტია დღეს იღებს რუსულ კანონს, ზუსტად იმ კანონის ანალოგს, რაც მოქმედებს რუსეთში. ჩვენ, ახალგაზრდები და ყველა თაობის ადამიანი, ვინც აქ ვართ შეკრებილი ამას არ დავუშვებთ!“- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დიაროვმა, პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

ივანიშვილის პარტია დღეს იღებს რუსულ კანონს, ზუსტად იმ კანონის ანალოგს, რაც მოქმედებს რუსეთში. 

პუტინმა ამ კანონის წყალობით დაიჭირა ყველა მისი ოპონენტი, გააუქმა ყველა კრიტიკული მედია, გააუქმა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და რუსეთი იქცა ტოტალიტარულ სახელმწიფოდ. 

ზუსტად იმავეს გაკეთება სურს ივანიშვილს საქართველოში! ჩვენ, ახალგაზრდები და ყველა თაობის ადამიანი ვინც აქ ვართ შეკრებილი ამას არ დავუშვებთ!“ - განაცხადა დიაროვმა.

მსგავსი სიახლეები