ჩვენ და ჩვენი შვილები აუცილებლად საქართველოში დავამარცხებთ რუსეთს - სოფო ჯაფარიძე

15.04.24 13:37
ჩვენ და ჩვენი შვილები აუცილებლად საქართველოში დავამარცხებთ რუსეთს - სოფო ჯაფარიძე

ჩვენ და ჩვენი შვილები აუცილებლად საქართველოში დავამარცხებთ რუსეთს, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა და მიხეილ სააკაშილის პირადმა წარმომადგენელმა პარლამენტთან აქციაზე განაცხადა. ოპოზიციის წევრის თქმით, ქართველი ახლხი რუსულ კანონს ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის "არას", რადგან აღნიშნული ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდი დაბრკოლებაა.  

ხელისუფლებას აღარავის და აღარფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ხედავთ, როგორი განწყობაა, ხედავთ რამენი ხალხია, ხედავთ ახალგაზრდების განწყობას და დიახ, დღეს ჩვენ და ჩვენი შვილები აუცილებლად საქართველოში დავამარცხებთ რუსეთს. ერთხელ და სამუდამოდ ვეტყვით რუსულ კანონს არას, რომელიც ყველაზე დიდი ხელის შემშმლელი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.

პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად მიმდინარეობს.

მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

 

მსგავსი სიახლეები