ესენი უნდა გავყაროთ, რუსეთის აგენტს ცხვირ-პირში მოხვდა - ალეკო ელისაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)
დაპირისპირება პარლამენტში - "მოქაქალაქეების" ლიდერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან დაპირისპირების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"სახლში არ დაჯდეთ, რუსეთისკენ მიგვაქანებენ!"- თქვა მან.
რუსეთში მოგვათრევენ, ულაპარაკოდ! შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მამუკა მდინარაძემ, სახლში დაჯდომის დრო არ არის, ესენი უნდა გავყაროთ - ამბობს ელისაშვილი.
მაშინ, როცა პარლამენტში მამუკა მდინარაძე რუსულ კანონზე საუბრობდა, ალეკო ელისაშილი ტრიბუნასთან მივიდა და "ოცნების" ლიდერს ფიზიკურად გაუსწორდა.
ამის შემდეგ, ელისაშვილსაც დაუპირისორდნენ ფიზიკურად "ქართული ოცნების" ლიდერები.