მდინარაძე აქუბარდიას: ელისაშვილობთ, ოღონდ ვერბალურად
„ელისაშვილობთ, ოღონდ ვერბალურად,“ - ამ სიტყვებით მამუკა მდინარაძემ დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიმართა.
აქუბარდიამ მდინარაძე სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
ელისაშვილობა რომ შეურაცხყოფაა დღეიდან, ეს კარგია. რაც შეეხება სახელმწიფო ენას, ბოდიში მოვიხადე ჟურნალისტებთან უტრირებისთვის. ორ-ორჯერ ვახსენე სიტყვა დრამატიზება, უტრირება და პირობითობა. ამ დრამატიზებულ, უტრირებულ მაგალითზე რაღაც დასკვნის გამოტანა არის თქვენი უბინძურესი ტყუილი,“ - ამბობს მდინარაძე.
ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსულ კანონთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებას რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა - "თუკი მეგობრები გვეტყვიან, ქართულად აღარ ილაპარაკოთ, უნდა შევწყვიტოთ?!" - თქვა მმართველი პარტიის ლიდერმა რობინ დანიგანის საპასუხოდ.