რატომ ქმნით ახალ რეესტრს, სადაც გვარქმევთ აგენტის სახელს? - საია-ს თავმჯდომარე
„რატომ ქმნით ახალ რეესტრს, სადაც გვარქმევთ აგენტის სახელს? აგენტი რომ შეცვალეთ დეფინიციით, ეს არ ცვლის შინაარსს“ - ამ განცხადებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აკეთებს.
ქურდოვანიძის შეფასებით, „ოცნების“ მიზანი ერთია, არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია და აგენტებად შერაცხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კანონპროექტის მიღების საჭიროება არ არსებობს. როგორც საია-ს თავმჯდომარე ამბობს, 15 კანონი არეგულირებს დღეს მესამე სექტორის ფინანსებს.
ჩვენ გვაქვს ვალდებულება 15 კანონით, რომ ეს მონაცემები წარვადგინოთ. თუ გინდათ, რომ კიდევ სხვა საიტზე იყოს, არსებობს ეს მონაცემები და გამოდეთ. რატომ ქმნით ახალ რეესტრს, სადაც გვარქმევთ აგენტის სახელს. აგენტი რომ შეცვალეთ დეფინიციით, ეს არ ცვლის შინაარსს,“ - ამბობს საია-ს თავმჯდომარე.