დღევანდელმა დღემაც აჩვენა, რომ ეს კანონი საზოგადოებას არ აერთიანებს, უზრუნველყოფს საქართველოს დაშორებას EU-ისგან - ხაბეიშვილი

15.04.24 17:30
დღევანდელმა დღემაც აჩვენა, რომ ეს კანონი საზოგადოებას არ აერთიანებს, უზრუნველყოფს საქართველოს დაშორებას EU-ისგან - ხაბეიშვილი

"უნდა ესმოდეს საქართველოს მოქალაქეს, რომ ივანიშვილს და მისი ხელისუფლებას უჭირთ ღიად იმის თქმა, რომ არ უნდათ ევროკავშირში, თუმცა შეპარვით, ფაქტობრივად, აკეთებენ ყველაფერს, მათ შორის ამ კანონით," - ამ განცხადებას ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აკეთებს.

ხაბეიშვილი რამდენიმე წუთის წინ ანრი ოხანაშვილმა გამოაძევა დარბაზიდან. 

დღევანდელმა დღემაც აჩვენა ერთი მარტივი ჭეშმარიტება, ეს კანონი საზოგადოებას არ აერთიანებს, ვერ უზრუნველყოფს ვერცერთი ადამიანის სიკეთეს, სამაგიეროდ უზრუნველყოფს საქართველოს დაშორებას ევროკავშირისგან. უნდა ესმოდეს საქართველოს მოქალაქეს, რომ ივანიშვილს და მისი ხელისუფლებას უჭირთ ღიად იმის თქმა, რომ არ უნდათ შეპარვით, ფაქტობრივად, აკეთებემნ ყველაფერს, მათ შორის ამ კანონით," - თქვა ხაბეიშვილმა.

ჩხუბი პარლამენტში - დარბაზი ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს და პაატა მანჯგალაძეს დაატოვებინეს