ამ გადაწყვეტილებას იღებენ იმიტომ, რომ რუსეთის ორბიტაზე დატოვოს საქართველო - კორძაია

15.04.24 17:34
ამ გადაწყვეტილებას იღებენ იმიტომ, რომ რუსეთის ორბიტაზე დატოვოს საქართველო - კორძაია

„ძალიან ნათელი და ცალსახაა, ისინი ამ გადაწყვეტილებას იღებენ იმიტომ, რომ რუსეთის ორბიტაზე დატოვოს საქართველო“ - ამ განცხადებას თამარ კორძაია აკეთებს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან გამოაძევა.

კორძაიას თქმით, ოპოზიციის არაერთი არგუმენტის მიუხედავად, ოცნება რუსული კანონის მიღებას გეგმავს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნაწილ-ნაწილ აძევებენ ხალხს დარბაზიდან არ არსებობს არგუმენტი. როდესაც კანონპროექტის მომხსენებელი ლაპარაკობს იმას, რომ ის არ ასხვავებს უცხო გავლენის ინტერესებს აშშ-სა და რუსეთს შორის ტოლობას სვამს, ნათელია, რა სტრატეგიით მოქმედებს დღევანდელი ხელი8სუფლება,“ - ამბობს კორძაია.