გამოდით პარლამენტთან, გადავარჩინოთ ქვეყნის მომავალი - ანა ნაცვლიშვილის მიმართა
"ლელოს" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და დღეს 19:00 საათძე, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
"გადავარჩინოთ ეს ქვეყანა"- თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
რუსებთან არგუმენტები, მტკიცებულებეი, ფაქტები არ ჭრის, ესენი არიან რუსები და უნდათ, მთელი ქვეყანა გაარუსონ. ეს არის ამ რუსული კანონის არსი - ჩაძირონ საზოგადოება დაპირისპირებაში, მტრობის მორევში, საიდნაც ამოსვლა შეუძლებელი იქნება. ეს არის ამ რუსული კანონის არსი, რომ დაგვაბრუნოს ჭაობში, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც დღეს უხვად იყო წარმოდგენილი, მათ არ ესმით, მათ ესმით მხოლიდ თქვენი - მოგმართავთ, მოგიწოდებთ და გთხოვთ - გამოდით პარლამენტთან რომ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა"- თქვა ნაცვლიშვილმა.