პირბადეები, წყალი, მედიკამენტები - "პაცცა" აქციის მონაწილეებს პირველადი საჭიროების ნივთებს უფასოდ სთავაზობს

15.04.24 17:47
პირბადეები, წყალი, მედიკამენტები - "პაცცა" აქციის მონაწილეებს პირველადი საჭიროების ნივთებს უფასოდ სთავაზობს

პირბადეები; წყლები; სპაზმის საწინააღმდეგო სპრეი (სასუნთქი გზებისთვის); წყალბადის ზეჟანგი; ნატრიუმის ქლორიდი (თვალებისთვის); ჭრილობების სტიკერები; ბამბები და ქოქოსის ნახშირი - ამ ნივთებს უფასოდ სთავაზობს პიცერია "პაცა" აქციის მონაწილეებს.

პიცერია მდებარეობს ინგოროყვას #10 ნომერში, მთავრობის ადმინისტრაციის პირდაპირ.

იმედია არ დაგვჭირდება, მაგრამ იცოდეთ:

დღეს პაცცას ინგოროყვას ფილიალში (ზუსტად კანცელარიის წინ) ყოველი შემთხვევისთვის მომარაგებული გვექნება:

• პირბადეები
• წყლები
• სპაზმის საწინააღმდეგო სპრეი (სასუნთქი გზებისთვის)
• წყალბადის ზეჟანგი
• ნატრიუმის ქლორიდი (თვალებისთვის)
• ჭრილობების სტიკერები
• ბამბები
• ქოქოსის ნახშირი

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფასოა. უბრალოდ, ცხადია განუსაზღვრელი ოდენობით ვერ ვახერხებთ ყველაფრის მობილიზებას, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოვაკითხოთ ამ ნივთებს და მედიკამენტებს ♥️🙏 მაგრამ აქვე ვიმედოვნოთ, რომ საერთოდ არც დაგვჭირდება.

მშვიდობა და ევროპაა ის, რაც ყველას გვჭირდება," - წერია განცხადებაში.