თუ ერთად ვიდგებით ყველა მიზანს მივაღწევთ, საქართველო გაიმარჯვებს - ბაქრაძე

15.04.24 20:09
თუ ერთად ვიდგებით ყველა მიზანს მივაღწევთ, საქართველო გაიმარჯვებს - ბაქრაძე

"თუ ერთად ვიდგებით ყველა მიზანს მივაღწევთ, საქართველო გაიმარჯვებს", - ამ განცხადებას ლაშა ბაქრაძე აკეთებს.

ბაქრაძე პარალელს ავლებს 1978 წლის 14 აპრილთან, როდესაც რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

78-ში 14 აპრილის წინ ძალიან ბევრი იყო ისეთი და გასაგებიც არის, საბჭოთა კავშირი იყო და მანამდე არავის ახსოვდა თავისუფალი ხალხის მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია, რომელსაც შეიძლებოდა რაიმე შედეგი მოეტანა, მაშინ ძალიან ბევრი იყო ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ არ გინდა, არ გახვიდეთ, თქვენ არ გაქვთ ძალა, ვერ მოერევით ამხელა მონსტრს, მაგრამ მაშინ ახალგაზრდებო მოერივნენ ქუჩაში და თქვეს, რომ მათი ნებაა, საქართველოში იყოს ქართული ენა მშობლიური ენა და სახელმწიფოს ენა და მათ გაიმარჯვეს.
დღეს, როცა ბევრად უფრო ადვილია პროტესტი, დღესაც გვესმის, რომ თითქოს ამას აზრი არ აქვს, ჩვენ არ მოგვისმენენ და ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, მე გეტყვით, თუ ერთად ვიდგებით ყველა მიზანს მივაღწევთ, საქართველო გაიმარჯვებს,“ - ამბობს ბაქრაძე.