ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში
ერთი მუშტი, რომელმაც 4-საათიანი დაძაბული განხილვა თავდაყირა დააყენა. ალეკო ელისაშვილმა, რომელიც მთელი საკომიტეტო განხილვის დროს ჩუმად იყო, მამუკა მდინარაძეს იმ დროს დაარტყა, როდესაც ამას არავინ ელოდა. ამის შემდეგ ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი ნამდვილ რინგად იქცა. ვინ ვის ურტყამდა რთული გასარჩევი იყო. "ოცნება" ელისაშვილს დაესია - აგინებდნენ და ჯგუფურად სცემდნენ. პარალელურად, დაპირისპირება დაიწყო ოპოზიციის სხვა დეპუტატებსა და უმრავლესობის წევრებს შორის.
ანა ბუჩუკურს ტელეფონი "ოცნების" დეპუტატმა ქალმა იმ დროს წაართვა, როდესაც ის სხდომაზე მიმდინარე ჩხუბს იღებდა. "ოცნების" დანარჩენმა წევრებმა კი დაზარალებულ უმრავლესობის ლიდერს წრე დაარტყეს და ასე ცდილობდნენ მის დამშვიდებას. თუმცა ყველაზე მეტად მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა რიმა ბერიძემ განიცადა. დეპუტატი ცუდად გახდა და პარლამენტში ექიმების გამოძახება გახდა საჭირო.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.