მამა ბასილი: წინაზეც აქ ვიდექი, როცა მოგვწამლეს და ჭავლებით რომ მოგვდევდნენ

15.04.24 20:23
მამა ბასილი: წინაზეც აქ ვიდექი, როცა მოგვწამლეს და ჭავლებით რომ მოგვდევდნენ

"ქართველი თუა დღეს კაცი და თავის თავში გრძნობს რომ ამ ერის შვილია, აქ უნდა იდგეს" - ამ განცხადებას მამა ბასილი "პირველებთან" აკეთებს.

როგორც მამა ბასილი ამბობს, ყველა ქართველი რუსთაველზე უნდა იყოს და რუსული კანონის მიღებას უნდა აპროტესტებდეს. მამა ბასილის თქმით, წინა წელს მარტის აქციების დროსაც პარლამენტის წინ იმყოფებოდა მათ შორის, იმ დროს, როცა დაარბიეს მოქალაქეები და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. 

წინაზეც აქ ვიდექი, როცა მოგვწამლეს და ჭავლებით რომ მოგვდევდნენ, მამა დანიელი ისე მოცელა, ხე რომ არ ყოფილიყო, წაიქცეოდა მოიტეხავდა რამეს. ქართველი თუა დღეს კაცი და თავის თავში გრძნობს რომ ამ ერის შვილია, აქ უნდა იდგეს,“ - ამბობს მამა დანიელი.