იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია გამოაძევეს

15.04.24 20:32
იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია გამოაძევეს

ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევების კიდევ ერთი სერია - ცოტა ხნის წინ პარლამენტის კომიტეტის სხდომა ქალ დეპუტატებს დაატოვებინეს. 

საკუთარ თავთან პრაქტიკულად მარტო დარჩენილი "ოცნება" კომიტეტზე რუსული კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებას ცდილობს. 9-საათიანი ჩხუბი, დაპირისპირება და ოპოზიციის გაძევების სერია. ეს ყველაფერი დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხდებოდა. მთელი დღე მმართველი პარტია ცდილობდა, ველი მოესუფთავებინა და ამიტომ ოპოზიციის წევრებს დარბაზს ერთმანეთის მიყოლებით ატოვებინებდნენ. დაპირისპირება დღეს თითქმის უწყვეტად მიმდინარეობდა.   

მსგავსი სიახლეები