ხმაურიანი განხილვა პარლამენტში - როგორ ცდილობს "ოცნება" რუსული კანონის გატანას?
იურიდიული კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - ამ წუთებში კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სვამენ.
მესამე სექტორი მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს რუსულ კანონთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხების გაცემას სთხოვს.
სხდომაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან, მხოლოდ და მხოლოდ, გახარიას გუნდის წევრი, ბექა ლილუაშვილი რჩება.
რამდენიმე წუთის წინ, სხდომიდან ქალი დეპუტატები, ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია გააძევეს. მანამდე კი სხდომა რომან გოცირიძეს, ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ხატია დეკანოიძესა და სალომე სამადაშვილს დაატოვებინეს.