პარლამენტთან სპეცრაზმი გამოიყვანეს
9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმელები სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს. მათ თან აქვთ ხელკეტები და ფარები.
სპეცრაზმი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებიდან მაშინვე გამოიყვანეს, რაც აქციის მონაწილეებმა გამოაცხადეს, რომ აპირებდნენ, პარლამენტის შენობისთვის მშვიდობიანი მსვლელობით წრეს შემოერტყათ.
„საქართველო“, „არა რუსულ კანონს“ - ისმის მოქალაქეთა სკანდირების ხმა.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, სამართალდამცავები მათ მსვლელობის უფლებას არ აძლევენ.