სპეცრაზმი რუსთაველზე - გომელაურის უწყება განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს - გომელაურის უწყება პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმების დაცვისკენ მოუწოდებს.
გომელაურის უწყება წერს, რომ სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, პოლიცია დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - წერია განცხადებაში.