სპეცრაზმით ალყაშემორტყმულ პარლამენტში რუსულ კანონს იღებენ

15.04.24 21:46
სპეცრაზმით ალყაშემორტყმულ პარლამენტში რუსულ კანონს იღებენ

სპეცრაზმით ალყაშემორტყმულ პარლამენტში რუსულ კანონს იღებენ - იურიდიული კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვა დასრულებულია, თუმცა კენჭისყრის პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა.

"პირველების" კორესპონდენტის ცნობით, სხდომის პარალელურად, ჭიჭინაძის ქუჩაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. მიუხედავად სამართალდამცველების მაღალი მობილიზებისა, საპროტესტო ტალღა არ წყდება. 

როგორც "პირველების" საპარლამენტო კორესპონდენტი მოვლენების ეპიცენტრიდან იტყობინება, აქციას ხალხთა მთელი ნაკადი უერთდება, ხოლო იურიდიული კომიტეტის სხდომა საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფი მოქალაქეების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.

"პირველების" ინფორმაციით, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან სამართალდამცველები ადგილს ათავისუფლებენ. სავარაუდოდ, ამის მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ მმართველი პარტიის წევრები საკანონმდებლო ორგანოდან მშვიდობიანად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები