ოთხი დაკავებულიდან ორის ვინაობა ცნობილია

15.04.24 22:32
ოთხი დაკავებულიდან ორის ვინაობა ცნობილია

იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე - ოთხი დაკავებულიდან ორის ვინაობა ცნობილია. დაკავებულების შესახებ ინფორმაციას ზურა გირჩი ჯაფარიძე ავრცელებს.

9 აპრილზე სრულიად უმიზეზოდ დააკავეს ორი ჩვენიანი, იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე," - წერს ჯაფარიძე.

დედქალაქის მთავარ გამზირზე ვითარება უკიდურესად იძაბება - პოლიციამ პარლამენტთან დაკავებები დაიწყო. "პირველების" კამერამ მინიმუმ სამი ადამიანის დაკავების ფაქტი რამდენიმე წუთის წინ გაადაიღო. 

პარლამენტის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმია განლაგებული. პერიოდულად ადგილზე ვიდარება იძაბება. 

 

 

მსგავსი სიახლეები