პოლიციას მოუწევს რეაგირება - მამუკა მდინარაძე

15.04.24 22:42
პოლიციას მოუწევს რეაგირება - მამუკა მდინარაძე

იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები ძალადობრივ ქმედებებზე გადავლენ, მაშინ პოლიცია დაუყოვნებლივ ზომებს მიიღებს - ამის შესახებ რუსული კანონის ავტორმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მდინარაძემ დღეს შეთქმულების თეორიაზე ისაუბრა და თქვა, რომ აქცია კონკრეტული პირების მიერაა დაორგანიზებული.

გამორიცხულია პროცესების განმეორება თქვენ რასაც გულისხმობთ იმ კონტექსტში. თუ არ იქნება ძალადობა მოქალაქეების მხრიდან, ბუნებრივია, არ იქნება არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან. თუ იქნება ძალადობა, პოლიცია გასცემს პასუხს. ცოტნე კობერიძე არის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ჩემმა კოლეგამ გაახმოვანა, რომ მთავარი ორგანიზატორი არის ვინმე ზივზივაძე და ეს ადამიანი აორგანიზებს ახლა ძალადობას. თუ ასეთი ძალადობა იქნება, ასეთ შემთხვევაში მოუწევს პოლიციას რეაგირება", - ამბობს მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები