არ გაბედოთ და ვინმეს ხელით არ შეეხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგიტანთ მაქედან - დათა თავაძე
რუსული კანონის წინააღმდეგ ხელოვანების მწვავე პროტესტი გრძელდება.
სამეფო უბნის თეატრის რეჟისორი, დათა თავაძე "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებზე პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება არ განხორციელდეს.
"ქართული ოცნება" დღეს რომ გაბედოთ ვინმეს ხელით შეეხოთ, იცოდეთ, რომ გამოგიტანთ მაქედან!!! - წერს თავაძე.