"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ხვალ, 12:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

15.04.24 23:05
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ხვალ, 12:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ხვალ, 16 აპრილს, 12:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა ზუსტად 12 საათზე დაიწყება. დადგება თუ არა რუსული კანონი კენჭისყრაზე, ბიუროს სხდომაზე გაირკვევა, რომელიც 11:45 საათზეა ჩანიშნული.

პლენარული სხდომის პარალელურად კი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან და კანონპროექტს გააპროტესტებენ.

მსგავსი სიახლეები