პოლიციელებს აგინებენ, იწვევენ - სირაძე აქციის მონაწილეებზე
"პოლიციელებს აგინებენ, იწვევენ, ხალხს მოუწოდებენ ძალადობისკენ, შესაბამისად, პოლიცია რეაგირებს," - ამ განცხადებას "პირველებთან" ვაჟა სირაძე აკეთებს.
სირაძე მოქალაქეებს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ დაკავებულები პოლიციას არ ემორჩილებიან და შეურაცხყოფას აყენებენ.
სირაძეს არ აქვს ინფორმაცია, ამ დროისთვის რამდენი ადამიანია დაკავებული.
რამდენიმე ადამიანი, 30-მდე პირი წინა რიგებში პოლიციელებს აგინებენ, იწვევენ, ხალხს მოუწოდებენ ძალადობისკენ, შესაბამისად, პოლიცია რეაგირებს, დაკავებულები არიან წვრილმანი ხულიგნობისთვის, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, პოლიციის შეურაცხყოფისთვის, ადმინისტრაციულით,“ - ამბობს ვაჟა სირაძე.