"ჰეი მეთიუ, არ იუ ქიდინგ მაი ფრენდ?" - ზარქუას იერიში სახდეპის წინააღმდეგ
"ჰეი მეთიუ, არ იუ ქიდინგ მაი ფრენდ?" - "ოცნება" სახდეპის მწვავე განცხადებამ წყობიდან გამოიყვანმა.
ირაკლი ზარქუა სახდეპის სპიკერის, მეთიუ მილერის წინააღმდეგ ინგლისურად, ირონიით ალაპარაკდა და ნაცვლად მოსამართლეებზე გამოძიების დაწყებისა, იერიში კვლავ სტრატეგიულ პარტნიორზე მიიტანა.
"ჰეი მეთიუ, არ იუ ქიდინგ მაი ფრენდ? რაზეა საუბარი, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დაასანქცირეთ, დღემდე ვლოდებით კონკრეტულად რის საფუძველზე, რა არგუმენტებით. შეგახსენებთ ერთ ქეისს კიდევ დასანქცირებულის, მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეთ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება მიიღო ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოჰპარა რ2-ს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში და სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებ იმიტომ, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ობიექტურიო, ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს და ვინც აბულინგებდით ამ მოსამართლეს და მისი ოჯახის წევრებს. [...] ვოთ არ იუ თოქინგ ებაუთ მაი ფრენდ, გაოგნებული ვარ".- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
აშშ "ოცნებას" კორუმპირებული მოსამართლეების დასჯას სთხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მორიგი მწვავე განცხადება გაავრცელა.