"ოცნება" რუსული კანონის დასამტკიცებლად ემზადება - პარლამენტთან დღესაც აქცია იგეგმება
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი არ წყდება, ხელისუფლება კი უკან დახევას არ აპირებს. თბილისში გუშინ გამართული მასშტაბური დემონტრაციის და დაკავებების სერიის შემდეგ რეპრესიული კანონის განხილვა პარლამენტში დღესაც გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში და შენობის გარეთ უსაფრთხოების ზომები დილიდან ისევ გამკაცრებულია. სპეცრაზმი და პოლიცია მზადყოფნაშია, დემონსტრცია კი ზუსტად 12:00 საათზე ანუ იმ წუთიდან დაიწყება, როდესაც "ოცნების" დეპუტატები სხოდმათა დარბაზში შევლენ და რუსული კანონის პირველი მოსმენით დამტკიცებას ეცდებიან.
საზოგადოების დიდი პროტესტის მიუხედავად, პარალამენტის თავმჯდომარემ უკვე დაანონსა, რომ რუსულ კანონს ოლიგარქის ხელისუფლება პირველი მოსმენით დღეს დაამტკიცებს.
არის მცდელობა, ყვირილით გადაფარონ მსჯელობა. ჩვენ „ახლა ვართ ფაქტობრივად მოწმე დეზინფორმაციული შტურმისა ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი. ამ პროცესს აქვს თავისი აღწერაც. ამას ჰქვია დოგმატიზმი, როდესაც ნაცვლად არგუმენტების წარმოდგენისა, მოსაზრება მიეყიდება საზოგადოებას როგორც არგუმენტი.
რაც შეეხება პროცედურებს, იცით, რომ გუშნ პირველი მოსმენით განიხილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღეს პლენარულ სხდომაზე გავა. იცით, რომ პლენარული სხდომა სამშაბათობით იწყება პოლიტიკური განცხადებებით, ამიტომ ამ განცხადებების შემდეგ მივყვებით ჩვეულებრივ დღუის წესრიგს, - ამბობს პაპუაშვილი.