საკადრისი პასუხი ვერ მიიღო - ტურძელაძე ელისაშვილზე

16.04.24 11:08
საკადრისი პასუხი ვერ მიიღო - ტურძელაძე ელისაშვილზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნოდარ ტურძელაძე ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის მიმართ შესაბამისი რეაქცია იყო, თუმცა გუშინდელ ქმედებაზე "მოქალაქეების" ლიდერმა საკადრისი პასუხი ვერ მიიღო.

"ალეკო ელისაშვილი, ალბათ იცით თქვენ უკვე, თითქმის 4 წელია პარლამენტშია და მაქსიმალურად ვიკავებ ხოლმე თავს შეურაცხყოფებთან დაკავშირებით, გუშინ რაც გააკეთა ალეკო ელისაშვილმა, ასეთი ფაქტი მე არ მახსენდება, მგონი საერთო არ ყოფილა ამ პარლამენტში. შესაბამისი იყო ის რეაქცია, რაც იყო ჩვენი გუნდისგან. საკადრისი პასუხი ვერ მიიღო, მე ასე ვფიქრობ".- განაცხადა ტურძელაძემ.

ტურძელაძეა ერთ-ერთი პირი, რომელიც ფიგურებს ალეკო ელისაშვილის ცემის კადრებში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ელისაშვილმა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სახეში გაარტყა.

მსგავსი სიახლეები