არგუმენტები ვერ მოვისმინეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, კენჭი დღეს ვუყაროთ - ზარქუა რუსულ კანონზე
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პარლამენტში რუსულ კანონს კენჭს დღეს უყრიან. სახელისუფლებო გუნდის წევრი ისევ ამტკიცებს, რომ რუსული კანონი არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მხოლო არასამთავრობოების გამჭვირვალობას ემსახურება.
თუ არასამთავრობო ხარ და კარგს საქმეს აკეთებ, თუ გაფინანსებენ, იყოს ღია და გამჭვირვალე. რატომ უმალავთ ქართველ ხალხს, ვერ ვხვდები. დეკლარირება და გააგრძელე საქმიანობა, პრობლემა არ არის. არა, ვერ მოვისმინეთ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კენჭი ვყაროთ და გუშინ იცით, კომიტეტზე მხარი დაეჭირა. დღეს არ ვიცი, დღის წესრიგში შეიძლება იყოს. დღეს განცხადებების დღეა და თუ მოესწრება დროში, შეიძლება დღეს პირველი მოსმენითაც გავიდეს, - ამბოლბს ზარქუა.