წინასწარ დაგეგმილი აქტი... ასეთი თავდასხმა მე პირადად არ მახსოვს - პაპუაშვილი ელისაშვილზე
დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე - შალვა პაპუაშვილის ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილს მამუკა მდინარაძის მიმართ აღნიშნული ქმედება წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.
პაპუაშვილის თქმით, მსგავსი "ძალადობრივი თავდასხმა" პარლამენტში მას არ ახსოვს.
„არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფატია, რომ იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი ზუსტად ამ ფორმით და ამ სახით. ასეთი თავდასხმა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ძალადობრივი თავდასხმა მე პირადად არ მახსოვს. ყოფილა სხვადასხვა შემთხვევა პარლამენტში, მაგრამ ასეთი ფორმით, ასეთი სახით, რომელიც უპირველეს ყოვლისა, თავად თავდამსხმელთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს, რთულია რომ ამას რამე შეფასება მოვუძებნო. კიდევ ერთხელ, აქ მთავარი პრობლემაა, როდესაც ცდილობ ახსნა, რა იყო ამ საქციელის განმაპირობებელი, აქ ერთადერთი ახსნა არის ის, რომ არის გარკვეული დაკვეთა. გუშინდელი სურათი, ფაქტობრივად იყო განმარტება იმისა, თუ რა ტაქტიკა აქვს რადიკალურ ჯგუფებს, ოპოზიციასა და ზოგიერთ ენჯეო და მედიასაშუალებას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსნებეთ, რომ ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სახეში გაარტყა.