რუსული კანონის უკან გაწვევა არ მოხდება - თენგიზ შარმანაშვილი
რუსული კანონის უკან გაწვევა არ მოხდება, - ამის შეასხებ "ქართული ოცნების" წევრი თენგიზ შარმანაშვილი საუბრობს. უმრავლესობის წევრი ამტკიცებს, რომ მითითი, თითქოს კანონი რუსული, გუშინ გაბათილდა.
ამასთან, შარმანაშვილი ალეკო ელისაშვილის გუშინდელ ქმედებას ეხმიანება და მას "არაკაცურს" უწოდებს.
რა თქმა უნდა, არ იქნება გაწვევა, რა თქმა უნდა, მიიღებს, იმიტომ, რომ ეს მითი, რომელიც ფინანსდება გაურკვეველი ადგილებიდან, რომ ეს კანონი რუსულია, გუშინ საბოლოოდ გაბათილდა. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის ქმედებას, თუ ვინმეს კაცოა სცხია ამ ქვეყანაზე, უკნიდან კაცს მიეპარო და ხელი დაარტყა, რა ჰქვია ამას, უბრალოდ, ჩვენს მაყურებელს არ ვაკადრებ, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.