"ფსევდოპრეზიდენტი" - ზარქუა ზურაბიშვილზე

16.04.24 11:40
"ფსევდოპრეზიდენტი" - ზარქუა ზურაბიშვილზე

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშილს "ფსევდოპრეზიდენტად" მოიხსენიებს. "ოცნების" წევრი ამბობს, რომ "არასერიოზული" ქალბატონის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებაც კი ეზარება. 

რამე სერიოზული კითხვა არ გაქვთ? ამ არასერიოზულ ქალბატონის განცხადებებზე კომენტარიც მეზარება. პრეზიდენტი არ არღვევეს კონსტიტუციას. ქალბატონმა სალომემ რამდენჯერმე დაარღვია კონსტიტუცია, შესაბამისად, ის არ არის ჩვენი პრეზიდენტი, ის არის ფსევდოპრეზიდენტი. რა განცხაებას გააკეთებს ახლა მარტო დარჩენილი ქალბატონი, ჩემთვის უინტერესოა, - ამბობს ზარქუა. 

მწვავე განცხადება სალომე ზურბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ რუსული კანონით საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა კავშირში აბრუნებს, რასაც ხალხი არ დაუშვებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეებიდ დასარბევად მზად არის. 

მსგავსი სიახლეები