რუსული კანონი და უწყვეტი პროტესტი ქვეყანაში - "ლელოს" ლიდერები ელჩ ჰერჩინსკის და EU-ს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რუსული კანონი და ქვეყნაში დაწყებული უწყვეტი პროტესტი განხილვის მთვარი თემა იყო ევროკავშირის საელჩოშიც. იქ დილიდან ელჩ ჰერჩინსკის და ევროკაშირის წევრი ქვეყნების წარმომდენგლებს "ლელოს "ლიდერები შეხვდნენ. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დიპლომატებს რუსულ კანონის საფრთხეებთან დაკავშირბით კიდევ ერთხელ დეტალური ინფორმაცია მიწოდეს.
"ლელოს" ლიდერი მამკა ხაზარაძე პირადპირ ამბობს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას დაბლოკავს.
მინდა პირდაპირ გითხრათ ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომ სიტუაცია არის კრიტიკული. მე არ დავიწყებ არავის ციტირებას. იყო ძალიან ბევრი კითხვა შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ნათელია, რომ ის, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ეს არის პირდაპირი დავალება რუსეთის და პუტინის, რომ საქართველო, პრაქტიკულად, ვერ მოხვდეს იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია და ყველაფერი ეს მიემართება, ეს კანონი, გუშინდელი განხილვა, მეორეჯერ შემოტრიალება, პირველი, პრაქტიკულად, დაბლოკავს ჩვენი ქვეყნის გაერთიანების პროცესს ევროკავშირში და მეორე, შეწყვეტს უზარმაზარ დახმარებებს ჩვენი მოქალაქეებისადმი დაწყებული ლურჯი მოცვიდან და დამთავრებული საბავშო ბაღების რემონტის თანხით, აღარ ვლაპარაკობ სადამკვირვებლო მისიებზე, ადამაინის უფლებების დაცვაზე და უამრავ საქმეზე, რომელიც 30 წლის განმავლობაში ატეულ მილიარდ დოლარზე მეტზე გადის. ამიტომ, საკიტხი დგას ასე: ან რუსეთი ან ევროპა. ან „ქართული ოცნება“, რომელსაც რუსეთში მიჰყავს ჩვენი ქვეყანა ან ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიჰყავთ იმ ოჯახში, სადაც ჩვენი ადგილია, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ის, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, ევროპულ წსებს არ შეესაბამება.
ვისაუბრეთ რუსულ კანონზე მათ შორის. რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებს აღელვებს ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ და ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ცალსახაა, რომ რუსული კანონის მიღება ნიშნავს ყოველგვარი შანსის გამორიცხვას ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ეს არის ცხადი, ეს არაერთხელ ითქვა საჯაროდ და ეს პოზიცია ევროკავშირს აქვს, იმიტომ, რომ ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არ შეესაბამება არც ევროპულ წესებს, არც ცივილიზებული ქცევის წესებს , ეს შეესაბამება მხოლოდ რუსულ ქცევის წესებს და რუსული პოლიტიკის გატარების მცდელობას საქართველოში, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.