ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ! - მათიკაშვილი იმუქრება

16.04.24 12:55
ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ! - მათიკაშვილი იმუქრება

ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ! - "ოცნება" იმუქრება და ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილს  გუშინდელ ქმედებას არ შეარჩენენ.

დავით მათიკაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია სიტუაციის გამწვავებას და სიტუაციის არევას აპირებს.

 მთელი დღე ალეკო ელისაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში იჯდა და მის სურათს უყურებდა - ხმა არ ამოუღია და მასში ამ ფაქტმა ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია. ასეთი არაკაცური, ლაჩრული საქციელი სადმე გინახავთ? მე არ მინახავს და არ მახსოვს.

ამ ლაჩრობამ სათანადო პასუხი მიიღო. ამ არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველას, ყველა რადიკალი გაფრთხილდეს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და სიტუაციის არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის, ერთ მუშტს მოიქნევთ?! ათი მოგხვდებათ.

კიდევ ერთხელ ყველა რადიკალის გასაგონად, ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ. ამ მზაკვრობას და ლაჩრობას არავინ არავის არ შეარჩენს".- ამბობს მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სახეში გაარტყა. 

მსგავსი სიახლეები