ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)
ამ წუთებში ხმაური და დაპირებაა პარლამენტში - "ქართული ოცნების" რუსული კანონის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ისევ ჩხუბის ოპოზიციის პროტესტის პოლიციის კორდონის და აქციის ფონზე გრძელდება.
ჩხუბია სხდომათა დარბაზშიც. რუსული კანონს მხარდასაჭერად მთელი ქართული ოცნებაა მობილიზებული. პოლიტიკური გამოსვლები დაწყებულია. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს კანონი რუსულია - სიტყვა რუსულს კი ოცნება აგრესიით და ჩხუბით პასუხობს.
დღეს განსაკუთრებით აქტიურობს ოცნების რადიკალური დაჯგუფება ხალხის ძალა - ისინი ოპოზიციას რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ და ისევ 9 წელზე საუბრობენ.
ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი! საქართველოში რუსული კანონის ადგილი არ არის! - მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტის პლენარული სხდომაზე.
ხომ ხედავთ, რამხელა პროტესტი გამოიწვია მორიგ ჯერზე რუსული კანონის შემოტანის მცდელობამ. რამხელა ვნებათაღელვაა. რუსული კანონი არის დაპირისპირების წყარო ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“. ქართველი ხალხის არჩევანმა, ამ არჩევანის დაცვამ, მათ შორის, გასული წლის აქციებით მოუპოვა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ახლა, მორიგ ჯერზე, ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, ეს დიდი მონაპოვარი წაართვას, გზა ჩაუხერგოს ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ. შეაჩერეთ რუსული კანონის განხილვა! შეაჩერეთ განხილვის პროცესი! არ გამოიტანოთ ეს კანონი არც დღეს, არც ხვალ და არც მომავალ სესიაზე, მომავალ წელს. ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი! საქართველოში, რუსული კანონის ადგილი არ არის! საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არის ევროპა“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.