ეს კანონი ვერ გავა - ზუკა ბერძენიშვილი

16.04.24 13:26
ეს კანონი ვერ გავა - ზუკა ბერძენიშვილი

ეს რუსული კანონი ვერ გავა, - ამის შესახებ დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილი საუბრობს, რომელიც ამ წუთებშ პარლამენტთან გამართულ აქციაზე იმყოფება. მისი თქმით, რუსული კანონის გასვლათან ერთად რუსული ხელისუფლებაც დასრულდება. 

„ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ახლა გაუდის კანკალი. დილის 12 საათზე 500 კაცი იქნება თუ მერე საღამოს 20 ათასი, მესამე მოსმენაზე რაც აქ მოხდება თვითონ რომ კარგად ნახავენ, მაგის შედეგი ყველა ვარიანტში საბოლოოდ ზუსტად იციან და ყველაფერს ცდილობენ, მოგვაჩვენონ ვითომ ძალიან წყნარად არიან. არც გამოსდით, ხშირ შემთხვევაშ, თუ კარგად დავაკვირდებით, მაგრამ ვერ გავა ეს კანონი, გამორიცხულია. ამ კანონის გასვლასთან ერთად მთავრდება რუსული კანონის რუსული მთავრობა, - ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.

რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი არ წყდება. თბილისში გუშინ გამართული მასშტაბური დემონტრაციის და დაკავებების სერიის შემდეგ რეპრესიული კანონის განხილვა "ქართულ ოცნებას" დღესაც აქციის და პოლიციის კორდონის ფონზე უწევს. პარლამენტის შენობა ახლა პოლიციის ალყაშია, მზადყოფნაშია სპეცრაზმიც, თუმცა რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გაჩერებას არ აპირებენ. 

მსგავსი სიახლეები