"ჩვენზეა დამოკიდებული, გავიმარჯვებთ ჩვენ თუ რუსეთი" - ახალგაზრდები დანებებას არ აპირებენ

16.04.24 13:37
"ჩვენზეა დამოკიდებული, გავიმარჯვებთ ჩვენ თუ რუსეთი" - ახალგაზრდები დანებებას არ აპირებენ

რუსული კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტი არ წყდება. სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები დღესაც პარლამენტთან არიან შეკრებილები. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი არადემოკრატიული სტილის მმართველობა საქართველოს არ ეკადრება. 

რისთვის სჭირდება ამ არადემოკრატიულ მთავრობას ეს კანონი? რომ უფრო მეტად მოხუთოს კიევ დარჩენილი წერტილები ამ ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია კრიტიკული აზრი გამოთქვას. სანამ ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში სიტყვის თქმის საშუალება გავქვს, ჩემი აზრით, ყველანი აქ უნდა ვიდგეთ და არ უნდა დავუშვათ არა მარტო ამ კანონის გატანა, ზოგადად, აი, ასეთი სტილის მმართველობა, ასეთი არაედმოკრატიული მმართველობა არ გვეკადრება ქართველებს, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

ახალგაზრდები პირდაპირ ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ და დარწმუნებულები არიან, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა. 

აუცილებლად დაუჭერენ „ქართული ოცნების“ დდეპუტატები მხარს ამ კანონს და დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააბრაზებს და გამოიყვანს ქუჩაში, იმიტომ, რომ კი, ცხადია, ვიცოდით სადამდე მივიდოდა ეს პროცესი. მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება ქუჩაშ. არაფერია გამორიცხული. ჩვენზე დამოკიდებული ამ ბრძოლას ვინ მოიგებს, ჩვენ თუ რუსები, - ამბობს ახალგაზრდა. 

თბილისში გუშინ გამართული მასშტაბური დემონტრაციის და დაკავებების სერიის შემდეგ რეპრესიული კანონის განხილვა "ქართულ ოცნებას" დღესაც აქციის და პოლიციის კორდონის ფონზე უწევს. პარლამენტის შენობა ახლა პოლიციის ალყაშია, მზადყოფნაშია სპეცრაზმიც, თუმცა რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გაჩერებას არ აპირებენ.  

მსგავსი სიახლეები