"ზურაბიშვილმა პირი გამოირეცხოს" - ალუდა ღუდუშაური
გუშინდელი მწვავე განცხადებების შემდეგ "ოცნება" პრეზიდენტს ისევ თავს ესხმის. ალუდა ღუდუშაური სალომე ზურაბიშვილს ყველა იმ განცხადებას ახსენებს, რომელიც მას ოდესმე გაუკეთებია.
ამასთან, მმართველი გუნდის წევრი პრეზიდენტს "ურჩევს", "ქართველებზე საუბრისას პირი გამოირეცხოს".
სალომე ზურაბიშვილი როცა ეფლირტავებოდა, ეკეკლუცებოდა ლავროვს...შეგახსენებთ მის ერთ-ერთ ჟურნალისტთან გაკეთებულ განცხადებას, რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მისაბაძი თუ საყვარელი პოლიტიკოსი გახლდათ ლავროვი. აი, სალომე ზურაბიშილი როდის იყო თანმიმდევრული, როცა გამსახურდიასთან და მის ხელისუფლებასთან დაკავშირებით აკეთებდა განცხადებებს, როდესაც ბატონ ლავროვთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი ამ ბოროტი რეჟიმისა და ამასთან მიმართებაში როგორი მიჯნურობა ჰქონდა ამ ადამიანს. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილმა პირი კარგად გამოირეცხოს, როდესაც საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებზე საუბრობს, - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
მწვავე განცხადება სალომე ზურბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ რუსული კანონით საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა კავშირში აბრუნებს, რასაც ხალხი არ დაუშვებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეებიდ დასარბევად მზად არის.