სამარცხვინო ფაქტი ელისაშვილის მონაწილეობით - კალაძე
კახა კალაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ შემთხვევას ელისაშვილის მხრიდან სამარცხვინო ფაქტი უწოდა.
როგორც კალაძემ განმარტა, კიდევ უფრო მძიმე და უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო.
„ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით. კიდევ უფრო მძიმე და უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო. ეს არ გვიკვირს. ეს ადამიანები, ყველა გახლავთ რადიკალური დაჯგუფება, მათი ტელევიზიებით. ქვეყანაში ესენი არიან, ვინც ძალადობას და პოლარიზაციას ახალისებენ... ერთმანეთთან ბულინგი. ჩვენ, ჯანსაღმა ადამიანებმა ხელი უნდა შევუშალოთ ამგვარ ქმედებებს, მიუღებელია ძალადობა“,- აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სახეში გაარტყა.