გავიდა ზონიდან, აღარ იჭერს - ბეჟან წაქაძე პრეზიდენტზე
გავიდა ზონიდან, აღარ იჭერს ეგ ქალი არაფერს, - ასე აფასებს "ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძე პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსებს შორის დაძაბულობას ქმნის და "რას აკეთებს თითონაც არ იცის".
გავიდა ზონიდან, აღარ იჭერს ეგ ქალი არაფერს, საერთოდ ყევლაფერს არღვევს, საერთოდ აღარ იცის რას აკეთებს. ქვეყანა რომ არ უყვარს, ვხედავთ. ის უნდა იყოს გამანეიტრალებელი პოლიტიკოსებს შორის და პარტიებს შორის და ის არის დაძაბულობის შემქმნელი, - ამბობს ბეჟან წაქაძე.
მწვავე განცხადება სალომე ზურბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ რუსული კანონით საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა კავშირში აბრუნებს, რასაც ხალხი არ დაუშვებს. მან ასევე აღნიშნა, რომ სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეებიდ დასარბევად მზად არის.