არა რუსულ კანონს - აქციაზე მაკო გომური მივიდა
არა რუსულ კანონს - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებული მაკო გომური მივიდა.
შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა, ქვეყანა ფართომასშტაბიანმა აქციებმა მოიცვა.
გვიან ღამით, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციამ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. აქციის დაშლის დროს რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა, მათ შორის იყო მაკო გომურიც. აქციის გაშუქებისას 30-მდე ჟურნალისტი მძიმედ დაშავდა.