ბრიყვი პაპუაშვილის საქმე დასრულებულია - სამადაშვილი

16.04.24 14:57
ბრიყვი პაპუაშვილის საქმე დასრულებულია - სამადაშვილი

ბრიყვი პაპუაშვილის საქმე დასრულებულია, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის პარლამენტის თავმჯდომარეს "მოღალატედ" მოიხსენიებს და ამბობს, რომ რუსული კანონის დამტკიცების პროცესში ის ანტიკონსტიტუციურ ქმედებას ჩაიდენს. 

ძალიან მძიმედ და დასრულებულად ვისი საქმეც არის, ეს არის პაპუაშვილი და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის წარმოადგენს. თუ კიდევ ვერ დარწმუნდა და უკვე იჩემებს, რომ იმდენად ბრიყვია პაპუაშვილი, რომ ვერ ხვდება, რომ ქვეყნის მოღალატეა, წაიკითხოს რას ამბობს დუგინი და ალბათ მიხვდება, რომ ის დღეს პარლამენტში როდესაც უხელმძღვანელებს იმ სესიას, სადაც მტკიცდება რუსული კანონი, ჩაიდენს ანტიკონსტიტუციურ ქმედებას, - ამბობს სამადაშვილი. 

მსგავსი სიახლეები