დასავლეთის მწვავე კრიტიკის ფონზე, პრემიერი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შეხვდა
დასავლეთის მწვავე კრიტიკის ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შეხვდა. ოფოციალურ განცხადებას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრა ზუსტად იმ დროს იმართებოდა, როცა დედაქალაქის ცენტრში, რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია იმართებოდა.
რუსული კანონის განხლვის და დასავლეთის მწვავე კრიტიკის ფოონზე "ქართული ოცნების" ლიდერებმა შეხვედრები ჩინეთის კომუნისტური პარტიის დელეგაციასთან გამართეს.
ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილე ჩენ ჭოუს და მის თანმხლებ დელეგაციას მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, ხოლო პარლამენტში პარლამენტის თავჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ვიცესპიკერი, გია ვოლსკი და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდნენ.
შეხვედრებზე ყურადღება საქართველოსა და ჩინეთს შორის დადებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე გამახვილდა. განცხადებების მიხედვით, განხილული იყო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა.