ამ კანონით ივანიშვილს პირდაპირ შეგვიძლია ვუწოდოთ რუსეთის აგენტი - გოგლა ჟვანია

16.04.24 15:08
ამ კანონით ივანიშვილს პირდაპირ შეგვიძლია ვუწოდოთ რუსეთის აგენტი - გოგლა ჟვანია

თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ შეგვიძლია ვუწოდოთ რუსეთის ინტერესების გამტარებელი, - ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას ძმა და „ქართული ოცნების“ სიით საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გოგლა ჟვანია საუბრობს. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

გოგლა ჟვანიას განმარტებით, ივანიშვილმა მთელი თავისი ქონება სწორედ რუსეთში დააგროვა, ამიტომ სწორი იქნება, თუ მას რუსეთის აგენტი ეწოდოს. 

ამ კანონს თუ იღებენ, პრველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა მთელი თავისი კაპიტალი რუსეთში იშოვა და ამ კანონიდან გამომდინარე პირდაპირ შეგვიძლია ვუწოდოთ რუსეთის ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში. როგორც კი მიიღებენ ამ კანონს ლეგალური უფლება, ბიძინას ვუწოდოთ რუსეთის აგენტი, - ამბობს  გოგლა ჟვანია.

მსგავსი სიახლეები