პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურების არჩევა ისევ ჩავარდა

16.04.24 15:58
პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურების არჩევა ისევ ჩავარდა

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურების არჩევა ისევ ჩავარდა. ცესკოს თავმჯდომარეობისთვის საკმარისი ხმები გიორგი კალანდარიშვილმა ვერ მოაგროვა. კანდიდატურის დამტკიცებისთვის 90 ხმა იყო საჭირო.

კენჭისყრა 2 კვირაში ისევ გაიმართება და ამჯერად კალანდარიშვილის დასამტკიცებლად უბრალო უმრავლესობა იქნება საკმარისი.

როგორია რეგლამენტი:

  • ცესკოს წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელია პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით.
  • თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, პარლამენტი მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობით (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას.
  • კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კენჭისყრა ანალოგიური პრინციპით გაიმართება. თუ პარლამენტი ვერც ამ შემთხვევაში შესძლებს ცესკოს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა.

მსგავსი სიახლეები