ვიდრე იქნება ივანიშვილი, საქართველოს EU-ში მოხვედრა არ ეღირსება - ლაშა ბუღაძე

16.04.24 16:07
ვიდრე იქნება ივანიშვილი, საქართველოს EU-ში მოხვედრა არ ეღირსება - ლაშა ბუღაძე

ვიდრე იქნება ივანიშვილი, საქართველოს EU-ში მოხვედრა არ ეღირსება, - ამის შესახებ  მწერალი  ლაშა ბუღაძე საუბრობს, რომელიც ამ წუთებშ პარლამენტთან რუსულ კანონს აპფროტესტებს. მწერალი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი ამრევი ივანიშვილია, რომელიც ადამიანებს ბედნიერების უფლებას არ აძლევს. 

ვიდრე იქნება ივანიშვილი, საქართველოს არ ეღირსება ევროკავშირში მოხვედრა. და არათუ ევროკავშირზეა ლაპარაკი, ბედნიერების უფლებას არ გვაძლევენ ესენი. ერთი თეც არ არის გასული, რაც მთელი ერი გაერთიანებული იყო საქართველოს ნაკრების გამარჯვებით და თუნდაც კანდიდატის სტატუსით, ყველაფერი გააკეთეს, რომ აერიათ ეს ყველაფერი. ივანიშვილი არის პირველი ამრევი, ამიტომ როგორც შარშან ვიდექით, წელსაც გამოვალთ. ხალხი არსად წასულა, აქ ვართ. ლექციებიც დღეს გავაუქმეთ, ჩემი სტუდენტებიც სულ დადიან დემონსტრაციებზე, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ლექციებზე, თუკი საქართელო დავკარგეთ და ევროპული პერსპექტივა, არც სწავლას აქვს აზრი და არც სწავლებას, - ამბობს ლაშა ბუღაძე. 

მსგავსი სიახლეები