რუსული კანონის განხილვა გრძელდება - ალტერნატიულ კანონპროექტები ჩავარდა
პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" მიერ შემუშავებული ორი ალტერნატიული პროექტი პარლამენტმა ჩააგდო.
ამ წუთებში სასესიო სხდომაზე "ოცნების" მიერ ინიცირებული რუსული კანონის მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს.
რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქალაქეები - გუშინ საკომიტეტო მოსმენის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ასევე, დღეს არის დაგეგმილი აქცია - არა რუსეთს! კი ევროპას! - აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
დღესვე გახდა ცნობილი სკანდალური ინფორმაცია - რუსულ კანონზე ევროსაბჭოს გაფრთხლების წერილი შალვა პაპუაშვილმა დამალა. ირკვევა რომ 11 აპრილს პაპუაშვილმა მიიღო ევროსაბჭოს "ადამიანის უფლებათა" კომისრის წერილი, სადაც ის წერს, რომ კანონი, რომლის მიღებსაც პარლამენტი აპირებს, წინააღდეგობაში მოდის ევროკონვენციის მუხლებთან.