"ტროას ცხენი" "ოცნებისთვის" - აქუბარდიას თქმით, ხელისუფლება რუსულ დავალებას ასრულებს

16.04.24 17:20
"ტროას ცხენი" "ოცნებისთვის" - აქუბარდიას თქმით, ხელისუფლება რუსულ დავალებას ასრულებს

"რუსული კანონი "ოცნებისთვის" ტროას ცხენია" - დამოუკიდებელი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას თქმით, ხელისუფლება რუსულ დავალებას ასრულებს, რადგან ოპოზიციონერისთვის სხვაგვარად რაციონალურად აუხსნელია და წარმოუდგენელია, თუ რატომ შეიძლება მმართველ პარტიას უნდოდეს საკუთარი საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება.

აქუბარდია ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, მხოლოდ კრემლის ინტერესები დადგება ჩვენს ქვეყანაში.

"ქართულ ოცნებას" ამ კანონში მხარს მხოლოდ რუსეთი უჭერს, მათ შორის ის რუსი იდეოლოგები, რომლებიც სწორედ დასავლეთთან იდეოლოგიურ ბრძოლას ამზადებენ. რაციონალურად აუხსნელია, როგორ შეიძლება მმართველ პარტიას უნდოდეს საკუთარი საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება და საფრთხის შექმნა ამ ქვეყნისთვის, თუ არა ის, რომ ეს შეიძლება იყოს უბრალოდ დავალების შესრულება. ეს არის ტროას ცხენი "ოცნებისთვის", რამდენადაც მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესები დადგება ამის შემდეგ ქვეყანაში", - ამბობს თეონა აქუბარდია.

"ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი რუსი კურატორების დავალებით შემოიტანა? "თბილისში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ჯგუფია ჩამოსული, რომელიც აკონტროლებს, რა უნდა გააკეთოს ივანიშვილის პარტიამ" - სკანდალურ სტატიას რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი პროპაგანდისტული ტელეგრამ არხი ავრცელებს.

"ეს ვე არ"-ის ცნობით, გუშინ თბილისში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ საგანგებო თათბირი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა გამართა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად იმსჯელა, რაც ხდება თბილისში.

მსგავსი სიახლეები