კანონი, რომელიც განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროპულ და EU-ის ღირებულებებს - საფრანგეთის ელჩი
"კანონი, რომელიც განიხილება პარლამენტში არ შეესაბამება ევროპულ და ევროკავშირის ღირებულებებს," - ამ განცხადებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში აკეთებს და რუსული კანონის პარლამენტში განხილვას ეხმაურება.
შერაზ გასრი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირში არ მოქმედებს და პარტნიორი ქვეყნები საქართველოს ურჩევენ არ მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.
საქართველო არის სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა და, რასაკვირველია, იღებს იმ კანონს რასაც საჭიროდ თვლის. საქართველოს კარი ღიაა ევროკავშირში, მაგრამ როგორც ქვეყნის მეგობარი, როგორც ჩვენ ვურჩევთ და ვამბობთ, ჩემი აზრით ეს კანონი, რომელიც განიხილება პარლამენტში არ შეესაბამება ევროპულ და ევროკავშირის ღირებულებებს - ამას ვამბობ, როგორც მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას," - განაცხადა ელჩმა.