ივანიშვილს რუსული კანონის შემობრუნებას კრემლი სთხოვს - სამადაშვილი
"ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსული კანონის შემობრუნებას კრემლი სთხოვს და დამატებითი მტკიცებულებები არ სჭირდება იმის მისახვედრად, რომ ნაბიჯები, რომელსაც მმართველი გუნდი დგამს, რუსეთისგან არის მართული.
სამადაშვილი ამბობს, რომ რუსული კანონის შემობრუნების მიზანია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი აღარ იყოს.
არანაირი სხვა ახსნა რუსული კანონის ხელმეორედ შემოტანას, გარდა იმისა, რომ ამას სთხოვს ივანიშვილს რუსეთი, ანუ რუსეთის მოთხოვნაა ამ კანონის გატანა, სხვა ახსნა არ არსებობს, იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში საჭიროა იმიტომ, რომ რუსეთის ამოცაა ჩვენი შეფერხება, რომ არანაირ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი აღარ იყოს", - აცხადებს სალომე სამადაშვილმა.
"ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი რუსი კურატორების დავალებით შემოიტანა? "თბილისში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ჯგუფია ჩამოსული, რომელიც აკონტროლებს, რა უნდა გააკეთოს ივანიშვილის პარტიამ" - სკანდალურ სტატიას რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი პროპაგანდისტული ტელეგრამ არხი ავრცელებს.
"ეს ვე არ"-ის ცნობით, გუშინ თბილისში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ საგანგებო თათბირი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა გამართა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად იმსჯელა, რაც ხდება თბილისში.