რატომ გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები, რომ კანონი არ მოსწონთ, არცერთი არგუმენტი არ მოგვისმენია - მდინარაძე
რუსული კანონის განხილვა პარლამენტში პროტესტის მიუხედავად გრძელდება - მამუკა მდინარაძე 20 წუთია საპარლამენტო ტრიბუნიდან ამტკიცებს, რომ ეს კანონი ევროინტეგრაციისთვის დაბრკოლება ვერ იქნება და ყველაფერი დეზინფორმაციაა.
უმრავლესობის ლიდერი აღიარებს, რომ კრიტიკა ამ კანონს პარტნირებისგანაც აქვს, თუმცა ირწმუნება, რომ არგუმენტები ვერც მათგან მოისმინა.
ჩვენი მეგობარია და როგორ კადრებ მას, რომ იმ ქვეყანაში დარეგისტრირებული ორგანიზაციაც კი არ იკადრებს შენს ქვეყანაში რაიმე ცუდის დაფინანსებას, მხოლოდ კარგს აფინანსებს, ეს არის ძალიან რბილად ვთქვათ, გულწრფელი, მაგრამ მიამიტური განცხადება. ფულს მოყვება ინტერესი, ეს ინტერესი როდესაც კარგია, ეს მხოლოდ კარგი და მისასალმებელია, როცა ცუდია, ამის პრევენცია უნდა მოახდინოს თითოეულმა სახელმწიფომ.
რატომ გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, რომ კანონი არ მოსწონთ - არცერთი მიზეზი, რატომ არის ცუდი ან არგუმენტი, მათგან ჩვენი ოპონენტებისა არ იყოს, არ მოგვისმენია.
არა ცალ ფეხზე დგომით, არამედ ამაყად და ორ ფეხზე დგომით ჩვენ ყველა სირთულეს გადავლახავთ ხოლმე, როგორც ყველა წინა შემთხვევაში ხდებოდა, თორემ ნაცების ცალ ფეხზე დგომა გვახსოვს ჩვენ მათთან მიმართებაში.
არც ამის თქმას მოვერიდები, იმ ტიპის კანონი, რომელიც სუბიექტურად არასდროს არცერთ ქვეყანას, გარდა იმ ქვეყნისა, სადაც ეს კანონი არსებობს, ან მოქმედებს, ან იმოქმედებს ან დაინიცირებულია და ა.შ.
შეუშლის თუ არა ევროინტეგრაციას ხელს - რა თქმა უნდა, არ და ვერ,“ - ამბობს მდინარაძე.