აცხადებთ, რომ ეს კანონი აწყობს საქართველოს, მაგრამ გავარკვიეთ, რომ აწყობს დუგინს, პესკოვს, რატომ? - სამადაშვილი
"აცხადებთ, რომ სუბიექტურად ეს კანონი აწყობს მხოლოდ საქართველოს, მაგრამ გავარკვიეთ, რომ ეს კანონი აწყობს დუგინს, პესკოვს და რუსეთს, რატომ? თქვენი პასუხი რა არის?" - ამ კითხვით "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მამუკა მდინარაძეს მიმართა.
ამ წუთებში პარლამენტში მდინარაძე რუსულ კანონს სასესიო სხდომაზე წარადგენს. დეპუტატ სამადაშვილს აინტერესებს, რომელ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი კანონი, რაზეც ოცნება აპელირებს.
აცხადებთ, რომ ეს არის რომელიღაც ევროპული კანონის ანალოგია, რომელ ქვეყანაში არსებობს ევროპაში ან სადმე, დაასახელეთ, სად არსებობს კანონი, რომელიც მხოლოდ დაფინანსების კრიტერიუმს იყენებს იმისთვის, რომ გამოაცხადოს ადამიანები უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.